თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, ამ წუთებში,  ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ქალია დარჩენილი.  მისი მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ადგილზე სახანძრო – სამაშველო სამსახური იმყოფება, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ადგილზეა პოლიცია და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.