“მახსოვს, პანდემიის პერიოდში მას სთხოვდნენ განცხადება გაეკეთებინა, ხალხისთვის ეთქვა, რომ ტაძარში არ მოხვიდეთ. სთხოვდა ყველა, თანამდებობის პირები, პრემიერიც, ეუბნებოდნენ, რომ “სენი ძალიან გავრცელდებაო”, დიდი ზეწოლა იყო უწმინდესზე ამის გამო. ყველა იქ იყო მაშინ, პრემიერიც და უწმინდესმა უთხრა ასეთი რამ, მე მთელი ცხოვრება ხალხს ვეუბნები ეკლესიაში მოდითო და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა ეგ სიტყვა, ეკლესიაში არ მოხვიდეთო, ამას ვერ ვეტყვი ვერასდროს. მისი სურვილი იყო, რომ როგორც ახლა დარაზმულია, ღამეც კი ხალხის ნაკადი არ წყდება, ხალხი ეკლესიაში იყოს, ამ წიაღში იყოს, რადგან ეკლესიის გარეშე ადამიანის გადარჩენა, წარმოუდგენელია”,- ამბობს მამა შალვა.

ვიდეო: “TV პირველი”