🔴 ,,ეს ამბავი და ნელ-ნელა გამოვიძიოთ, ვკითხოთ რეანიმატოლოგებს… პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან.

მისი თქმით, ,,დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა”.

💬 ,,გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა.

ოღონდ, მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა, ე.ი. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი, ამოხდა.

ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ…

პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

📌 მანამდე, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დეტალები გაიხსენა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა.

💬 ,,რაღაც შემთხვევა მოხდა, პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის, შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა. საკვების მიღებისას, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა, ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოჩნდა, მერე ამის ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო”, – თქვა მეუფე დანიელმა რუსთავი 2-ის ეთერში.