რეგისტრაცია

(ვიდეო) ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს, ეს დაბომბვები მე არ მომწონს - ტრამპი

(ვიდეო) ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს, ეს დაბომბვები მე არ მომწონს - ტრამპი
07 Apr 2025, 13:03

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ესაუბრება, თუმცა მას უკრაინის ტერიტორიების დაბომბვები არ მოსწონს.

„ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი შეჩერდნენ. ეს დაბომბვები მე არ მომწონს. ისინი უსასრულოდ გრძელდება, და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა ადამიანი იღუპება“, - აღნიშნა ტრამპმა.

თეთრის სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ომი უკრაინაში არ მოხდებოდა, ის 2022 წელს პრეზიდენტი ყოფილიყო. „ეს საშინელებაა, რომელიც, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, 100% არ მოხდებოდა“, - დასძინა ტრამპმა.


აგრეთვე იხილეთ: