8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ხელსაყრელია პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის და სიმშვიდეს გპირდებათ. ბევრი გადაუდებელი საქმის დასრულება მოგიწევთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამან სარგებელი მოგიტანოთ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის. ახალი რომანტიკული ურთიერთობა გელით.
კურო
ნუ დაუშვებთ შეცდომებს სამსახურში, თორემ უფროსის კეთილგანწყობას დაკარგავთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები ახლობელი ადამიანების სურვილებს შეუსაბამოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას. გამორიცხული არ არის, რომ შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.
ტყუპები
შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ახლა თქვენი მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების სწორად გადახდა იქნება. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ ხარჯიც დაუგეგმავი გექნებათ. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. სამსახურში განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე გელით და შესაძლოა, ბონუსიც დაიმსახუროთ. ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ.
ლომი
აქტიური და შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი დღეა. უმჯობესია, სასიყვარულო პაემანი გადადოთ - დღეს ასეთი შეხვედრა კამათით და უსიამოვნებებით დასრულდება. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ქალწული
დილიდან მძიმე და დატვირთული დღეა. მოსალოდნელია მატერიალური სახის პრობლემები. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ დაზარალდეთ. მარტოხელა სასწორებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს ვიღაც საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდეთ, მაგრამ დაუფიქრებლად არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან საეჭვოა, ეს თქვენთვის ხელსაყრელი იყოს. არასასურველია სახლში და სამსახურში შრომატევადი სამუშაოს შესრულება და გადაღლა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთა კონფლიქტი გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
ეს დღე ხელსაყრელია ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით. რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთესად გაუმკლავდებით. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.
თხის რქა
ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლით დაგამახსოვრდებათ. თუ ზოგად დეპრესიას და მცირე ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. თქვენს სურვილს ბინის გარემონტებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრების წინააღმდეგობა მოჰყვება, რაც ხანგრძლივ დებატებსა და კონფლიქტს გამოიწვევს.
მერწყული
ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. თუ თავს მოდუნების და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსური პრობლემების აცილება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდი დროა დიდი შესყიდვებისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან კონტაქტის დროს.