უმძიმესი ავარია ქობულეთში – ავარიის შედეგად მანქანა გზიდან გადავარდა

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.