რეგისტრაცია

+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში

+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
10 Apr 2025, 20:23

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.

მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,- ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ

„ 11 აპრილიდან ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.

ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.


აგრეთვე იხილეთ: