რეგისტრაცია

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში - რა დეტალები ხდება ცნობილი ამ დროისთვის

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში - რა დეტალები ხდება ცნობილი ამ დროისთვის
19 Apr 2025, 12:44

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­სა და თბი­ლის­ში ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბათ. ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. "თელ­მი­კოს" და "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" ცხელ ხაზ­ზე ამ დრო­ის­თვის ზარი არ ირე­კე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა აჭა­რის, გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლოს, შიდა ქარ­თლის, ასე­ვე კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებს.

  • ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ავა­რი­უ­ლად გა­თიშ­ვის გამო, თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე შე­ფერ­ხე­ბაა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ავა­რი­უ­ლად გა­თიშ­ვის გამო მეტ­როს პირ­ვე­ლი ხაზი მგზავ­რებს ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­წო­დე­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე მეტ­რო გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში.

  • რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­სის­ტე­მა­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს კავ­კა­სი­ო­ნის ელექტრო­გა­დამ­ცემ ხაზ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­ი­ზღუ­და.

მათი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, თუმ­ცა რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, მათი მხრი­დან, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­წო­დე­ბა კვლავ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ელექტრო­ე­ნერ­გია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ბა.

  • გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ამ":

"დღეს, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მას­შტა­ბუ­რი წყვე­ტა. სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“-ს ქსელ­ში ავა­რი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა კომ­პა­ნი­ის მი­ზე­ზით არ მომ­ხდა­რა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


აგრეთვე იხილეთ: