რეგისტრაცია

„ერთი წყალმა წაიღო, ორი მანქანაშია...“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მომხდარ ავარიაზე

„ერთი წყალმა წაიღო, ორი მანქანაშია...“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მომხდარ ავარიაზე
14 May 2025, 12:30

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ შემთხვევა გვიან რამით, მოხდა. ერთმა გაცურვა მოასწრო, მისის ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ერთი ადამიანი წყალმა წაიღო, ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

მომხდარტან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


აგრეთვე იხილეთ: