რეგისტრაცია

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 May 2025, 08:50

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლიდან გარეთ გახვიდეთ, ხალხს შეხვდეთ და გაიგოთ რა ხდება თქვენს გარშემო. უმჯობესია წინ წახვიდეთ და განვითარდეთ, ვიდრე ერთი ადგილი ტკეპნოთ და ნელ-ნელა ჩაქრეთ. ძველი შეცდომის გამოსწორება უსიამოვნო, მაგრამ სასარგებლო გაკვეთილი იქნება.

კურო

ამ დღეს იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი წარმატებული საქმიანობა კოლეგებისა და ხელმძღვანელობისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. სიზმარი, რომელსაც ამ ღამით ნახავთ, შემთხვევითი არაა და მინიშნებებს შეიცავს. ეცადეთ, კარგად დაიმახსოვროთ და სწორად გაიაზროთ მისი მნიშვნელობა. მოსალოდნელია სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან. რაც შეეხება სამსახურსა და კოლეგებთან ურთიერთობას – დღე მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის.

ტყუპები

ეცადეთ, გულწრფელად შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. შესაძლოა, ბოლო დროს ცოტა ვიღაცას უსამართლოდ გული ატკინეთ, მაგრამ შეცდომების გამოსწორებისთვის დრო ჯერ კიდევ არის. იმოქმედეთ, თუ არ გსურთ, მეგობარი დაკარგოთ. თქვენი ჩვეულებრივი გარემო. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი მოსაზრება ყველას თავზე მოახვიოთ - სხვების შეხედულებებსაც მოუსმინეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისა და სადავო სიტუაციებისგან, რადგან შეიძლება გაბრაზების დროს ისეთი რამ თქვათ, რასაც ძალიან ინანებთ. კამათი მხოლოდ გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. ახლობელი ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებული სითბოთი და გაგებით გეპყრობიან – გირჩევთ ამ მხარდაჭერას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. საოჯახო საქმეებში დახმარება ძალიან გაგახარებთ.

ლომი

ამ დღეს გაქვთ შანსი, რომ სოციალური სტატუსი აიმაღლოთ. პროფესიულ სფეროში ყველაფერი დადებითად ვითარდება – როგორც კარიერულად, ისე პიროვნულად იზრდებით. გამოიყენეთ შანსი, რომ კოლეგებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ და ინვესტორების მოსაზიდად ახალი პერსპექტივები გაჩნდეს – სწრაფად იმოქმედეთ, სანამ ბედი თქვენ მხარესაა.

ქალწული

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური ურთიერთობა გელით. თქვენი წარმატება დიდწილად დიპლომატიასა და კომუნიკაციის უნარზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვან საბუთებთან მუშაობის დროს ყურადღება არ მოადუნოთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში პატივისცემა გამოიჩინეთ, თუნდაც მის მოსაზრებას არ ეთანხმებოდეთ.

სასწორი

იდეალური დღეა აქტიურობისთვის – დროა ვარჯიში დაიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობის შეცვლაზე და ძველი, გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზეც იფიქროთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ხანდაზმულ ნათესავებს და ახლობლებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილის განხორციელება შეიძლება ახალმა გარემოებებმა შეაფერხოს, მოთმინება და სიბრძნე მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ რისკისგან და ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

მორიელი

მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ოჯახში დაძაბულობა გამოიწვიოს. ეცადეთ რეალობა და ოცნებები ერთმანეთისგან გაარჩიოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებს სწორად შეაფასებთ, შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, რომელიც დღეს შეუძლებლად გეჩვენებათ. მარტოხელა მორიელი თუ ინიციატივას გამოიჩენს, შეიძლება საოცნებო ადამიანი პაემანზე დაითანხმოს.

მშვილდოსანი

დროა, თამამად იმოქმედოთ, რისკზე წახვიდეთ ან საქმიანობის სფერო შეცვალოთ. მოსალოდნელია ცვლილებები პირად და საქმიან ურთიერთობებში. ამ დღეს მშვილდოსნებს მშვენიერი შანსი აქვთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინონ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისგან. შესანიშნავი დღეა აქტიური დასვენებისთვის.

თხის რქა

თხის რქების ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ, შესაძლოა მალე რეალობად იქცეს. სხვებთან საკუთარ გეგმებს ნუ გაამხელთ, თორემ ვიღაცამ შეიძლება ხელის შეშლა სცადოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემა, რომლის გადაჭრაც თქვენგან ნებისყოფას და სიმტკიცეს მოითხოვს. საღამოს გამონახეთ რამდენიმე საათი მეგობრებთან სასაუბროდ.

მერწყული

ამ დღეს აქტიურობისგან თავის შეკავება ჯობს. ვარსკვლავების განლაგების გამო ინტუიცია შესუსტებულია, ამიტომ ახალ ნაცნობობას ან ურთიერთობის დაწყებას მოერიდეთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის თავის ტკივილები. ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას თავი აარიდეთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა აქტიურობისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოხატვისთვის. თავის წარმოჩენას განსაკუთრებით კარგად შეძლებენ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. ბიზნესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად ვითარება რეალურად და ობიექტურად უნდა შეაფასოთ. გამორიცხული არ არის, ახალი შემოსავლის წყარო იპოვოთ. მარტოხელა თევზებისთვის ეს დღე შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.



აგრეთვე იხილეთ: