რეგისტრაცია

„საოცარი ამბავი!…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

„საოცარი ამბავი!…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი
04 Apr 2025, 14:03

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„საოცარი ამბავი!

სტრასბურგის სასამართლომ , ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო“, – წერს ის.

შეგახსენებთ, მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აგრეთვე იხილეთ: