არასასიამოვნო ინფორმაცია დადასტურდა – რა ცნობა ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ?

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს, — ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ კლუბის პრესსამსახურთან დაადასტურა.
ახლა, სრული გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ამჯერად შეგვიძლია, ჩაკვეტაძეს საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამა შევთავაზოთ“, — განმარტა მთავარმა მწვრთნელმა.
ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „უოტფორდის“ მაისურით 49 მატჩი ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონშიფში კი, ორი გოლის გარდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაა.