„ამაზე მძაფრი რეაქციები გექნებათ...“ - გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი - თქვენი დროა, მზე თქვენთანაა. იდეების რეალიზაცია, კონტაქტები, შეხვედრები ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია განთავისუფლდეთ ილუზიებისგან, ეგოიზმისგან და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის მოშორება კარგი იქნება.
კურო - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, გახსოვდეთ, რომ ფარულ მტრებს არ სძინავთ, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. შეამზადეთ მოვლენები, მიიღეთ ინფორმაციები, გაიცანით ადამიანები. არ გაცივდეთ.
ტყუპები - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, მაგრამ შეიძლება ავტორიტეტულ აზრს შეეჯახოთ, რაც გაგაღიზიანებთ, გამოგიყვანთ წყობილებიდან და შეგირყევთ ნერვულ სისტემას.
კირჩხიბი - მთავარი პრობლემა თქვენი არის უმადურობა, რაც წინ დაგხვდებათ. ამაზე მძაფრი რეაქციები გექნებათ, ემოციურ გაღიზიანებას გამოიწვევს. გაქვთ შანსები საინტერესო ადამიანების გაცნობისა.
ლომი - ჯანზე ხართ, აქტიური, ენერგიული, ოღონდ თქვენი შემშლელი ფაქტორია სხვებზე დახმარების და პრობლემის გადაწყვეტა, რის გამოც საკუთარ საქმეს გაიფუჭებთ.
ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, გაითვალისწინეთ საკუთარ თავზე ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, თორემ გადაიღლებით. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, დაისვენეთ.
სასწორი - არ ენდურებით ენერგიას, მაგრამ წყალქვეშა დინებაა სხვების პრობლემების მოგვარება. ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, არავითარი კაპიტალ დაბანდება, საყიდლები, თორემ შეგექმნებათ ფინანსური პრობლემები.
მორიელი - ძალიან დიდი საბრძოლო კვირა გაქვთ, რადგან გავლენის სფეროსთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოგიწევთ. გინდათ ყველაფერი აკონტროლოთ, პარტნიორების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და სწრაფად უნდა შეეჩვიოთ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში ავტორიტეტიც გაგეზრდებათ და წარმატებაც მოვა. ეცადეთ არ გადაიღალოთ, იმუნიტეტი დაბალია.
მშვილდოსანი - კონკურენტული ბრძოლა გაიმართება, პარტნიორს არ ეცლება და ვერ მიიღებთ მხარდაჭერას. მოიმატებს იმპულსურობა, რის გამოც შეცდომებს დაუშვებთ.
თხის რქა - მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფინანსებზე, არავითარი კაპიტალ დაბანდება და ძვირიანი საყიდლები. არ დაუშვათ იურიდიული კუთხით შეცდომები, ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. თავს იჩენს საყოფაცხოვრებო პრობლემები.
მერწყული - ენერგოტონუსი მაღალია, იღბლიანი ხართ, ჯანმრთელი. წყალქვეშა დინებაა არ გადააცილოთ თქვენს ძალაუფლებას, თორემ ეს შექმნის ფარულ მტრებს, დაძაბულობას სხვა ადამიანებთან.
თევზები - მთავარი პრობლემაა შინაგანი განცდები და შიშები, ამას მიაქციეთ ყურადღება. იმუნიტეტი დაბალია, წარსულზე ფიქრი გამოიწვევს სევდას, თუმცა ნელ-ნელა მოიმატებს ინტუიცია. ადრინდელი საქმიდან შეიძლება მიიღოთ ფინანსური დივიდენდები.