„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო...“ - რას ამბობს დაკარგული გოგონას დედა

თბილისში დაკარგულ გოგონებს ამ დრომდე ეძებენ. „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთის მოზარდის, თეკლა ხომასურიძის დედა ახალ დეტალებზე ესაუბრა.
„ქალმა გადმოგვცა ინფორმაცია, რომ ბავშვები მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უნახავთ, ახლა პატრულმა უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია. ჩემი შვილი "სადგურის მოედანს" კითხულობდა, საით არისო, იცის, რომ იქიდან მოდის სამარშრუტო ტაქსი „ვორონცოვზე“.
მეორე გოგონას (ბარბარე) უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო... ახლა ველოდები პატრულს. არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია,“ - ამბობს თათია ხომასურიძე.