რეგისტრაცია

თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს - ნახეთ სად მიაგნეს მოზარდებს

თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს - ნახეთ სად მიაგნეს მოზარდებს
15 Apr 2025, 16:24

თბი­ლის­ში, გუ­შინ და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დე­ბი ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი და თეკ­ლა ხო­მა­სუ­რი­ძე იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩის დე­დამ და­უ­დას­ტუ­რა.

  • მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი პო­ლი­ცი­ამ გლ­დან­ში იპო­ვა.

"ახლა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ იპო­ვეს. რო­გორც ვიცი გლ­დან­ში ნა­ხეს", - გვი­თხრა და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის დე­დამ.

ცნო­ბის­თვის, გო­გო­ნებს გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ეძებ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი და თეკ­ლა ხო­მა­სუ­რი­ძე, გუ­შინ, ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­დან ერ­თად გა­ვიდ­ნე და სახ­ლში არ­ცერ­თი არ მი­სუ­ლა. ამის შემ­დეგ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო. ასე­ვე გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.


აგრეთვე იხილეთ: