“ბავშვი იყო საკუთარი დედის სისხლში” – კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა, დუმილი დაარღვია

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი გასულ წელს სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
“ჭრილობები მიაყენა 4 თვის ბავშვთან მძინარე მეუღლეს, ჩემს შვილს, სიცოცხლით სავსეს…4 თვის ბავშვი დამიობლეს”-ამბობს ინტერვიუში მოკლულის დედა.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა 14 თვიანი დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია, თქვა რომ 20 წელი სამართლიანია, თუმცა ისიც აღნიშნა,რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.
“საქალაქო სასამართლომ სამართლიანი სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. სამართლიანად გამამართლა გენდერის ნიშნის მუხლში და სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ არ შეცვლით ამ განაჩენს…”- აღნიშნა გიორგი კავლელაშვილმა პროცესზე.
სიუჟეტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.