რეგისტრაცია

"რთული დღეა. მოსალოდნელია უთანხმოება და..." - 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

"რთული დღეა. მოსალოდნელია უთანხმოება და..." - 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
18 Aug 2025, 11:28

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი საქმე მოსაწყენად გეჩვენებათ და გღლით. თუ სიახლეს ეძებთ, გირჩევთ, საინტერესო ღონისძიებებს ესტუმროთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. მათგან შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებებიც მიიღოთ. არ დაიბნეთ და უარის თქმას ნუ იჩქარებთ - ამ შეთავაზებების წყალობით შესაძლოა, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

კურო

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. როგორ დახლართულ საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, ყველაფერში სწრაფად გაერკვევით და უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ელოდით. შესაძლებელია ფინანსური საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა და დაუგეგმავი შემოსავალი. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლისთვის, მაგრამ ეცადეთ, საკუთარი ძალები რეალურად შეაფასოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

დილის საათები საინტერესო, მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. მოვლენების ხელსაყრელი განვითარება საშუალებას მოგცემთ, გადაჭრათ პრობლემა, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ. ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ და რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი და სასიამოვნო იქნება. თავდაჯერება და შრომისმოყვარეობა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ნუ აჩქარდებით და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ - მოგვიანებით ახალი, საინტერესო იდეები გაჩნდება. გამორიცხული არ არის, სამსახურში კოლეგების დახმარება, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და კოლეგის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება მოგიწიოთ.

ლომი

წარმატებული დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ და კოლეგებთან ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდეთ. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა არაფორმალურ გარემოში უფრო იოლი იქნება. შესაძლოა, საღამოს საკუთარი წარსულიდან ვიღაც შეგხვდეთ და მოულოდნელი ინფორმაცია გაგიზიაროთ.

ქალწული

დღის დასაწყისი წარმატებულია. გირჩევთ, ეს დრო საქმიანი მოლაპარაკებებისთვის გამოიყენოთ. შესაძლებლობა გექნებათ, ძველი კავშირები გაამყაროთ და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგოთ. გირჩევთ ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი შეიკავოთ და მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. მუშაობაში მოსალოდნელია წინსვლა, რაც შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. ახლა სჯობს იმით დაკავდეთ, რაც თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა.

სასწორი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, მოაგვაროთ პრობლემები, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რომ დაინახოთ ის, რაც სხვებს გამოეპარებათ. ეს დაგეხმარებათ საქმეებში, სადაც სიზუსტე და ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ და, რაც მთავარია, გარშემომყოფების ზეწოლას არ აჰყვეთ.

მორიელი

რთული დღეა. შესაძლოა მოულოდნელად წარმოიშვას სირთულე, რომლის მოგვარება სწრაფად ვერ მოხერხდება. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არ არის. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ, მთავარია, მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში შანსი გექნებათ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ ან რთულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლებელია საინტერესო იდეები გეწვიოთ. გარდა ამისა, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდებით და ამით სარგებლობას შეძლებთ. სამუშაო საკითხებში შეგიძლიათ კოლეგებსა და პარტნიორებს დაეყრდნოთ. სასურველია, რომ სამთავრობო დაწესებულებებში ვიზიტი და მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადოთ. პლანეტების არახელსაყრელმა მდგომარეობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

თხის რქა

დღის დასაწყისი ძალიან წარმატებული იქნება. ეს ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და თანამოაზრეების ძიებისთვის. არის შანსი, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობას საფუძველს ჩაუყრის. საღამოს შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ.

მერწყული

რთული დღეა. მოსალოდნელია უთანხმოება და ახალი ამბები, რომლებიც ნერვიულობას გამოიწვევს. ამ დღეს უმჯობესია მოერიდოთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ადამიანები, რომელთა დახმარების იმედი გქონდათ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი დასვენების, ძალების აღდგენისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის გამოიყენოთ.

თევზები

დილით პოზიტიური ტენდენციების გავლენა სჭარბობს და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთების შანსი გაქვთ. სიმტკიცე და გამძლეობა საშუალებას მოგცემთ, მიზანს მიაღწიოთ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. 18 აგვისტოს შეიძლება ქრონიკული დაავადება გამწვავდეს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.


აგრეთვე იხილეთ: