რეგისტრაცია

ხობში, 12 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა – როგორია მოზარდის მდგომარეობა

ხობში, 12 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა – როგორია მოზარდის მდგომარეობა
18 Apr 2025, 20:55

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა  დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა.

12 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


აგრეთვე იხილეთ: