რეგისტრაცია

ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგების სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგების სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა
06 Apr 2025, 14:43

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პაპუა-ახალ გვინეასთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ახალი ბრიტანეთის პროვინციის დედაქალაქ კიმბედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 194 კილომეტრში მდებარეობდა.

მედიის ცნობით, რეგიონში რამდენიმე მიწისძვრა ზედიზედ მოხდა, მათ შორის იყო 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

მიწისძვრის გამო, აშშ-ის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა, ძლიერი ტალღებისა და ცუნამის საშიშროების გაფრთხილება გამოსცა, თუმცა ცუნამის გაფრთხილება რამდენიმე საათში გაუქმდა.


აგრეთვე იხილეთ: