სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მძღოლი დაკავებულია.