ბათუმში მოზარდს მატარებელი დაეჯახა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა | ინფორმაციას ipn ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს