რეგისტრაცია

მძიმე ავარია ლელიანში - დაღუპულია 19 წლის ბიჭი

მძიმე ავარია ლელიანში - დაღუპულია 19 წლის ბიჭი
18 Aug 2025, 12:15

ლელიანში, ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლი, რომლითაც  2 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ღობეს შეეჯახა, რის შემდეგადაც 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო თანმხლები პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახლობლების ცნობით, მეორე ახალგაზრდა კლინიკაში, მსუბუქი დაზიანებებით არის მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


აგრეთვე იხილეთ: