ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ცნობებით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც, სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.