რეგისტრაცია

მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება
15 May 2025, 12:09

"გუ­შინ­დე­ლი ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ის დროს, ასე­ვე ნა­პოვ­ნია მა­მა­კა­ცის და ქა­ლის ცხედ­რე­ბი" - ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ცნო­ბი­ლია, რომ ქა­ლის ცხე­და­რი 40 დღის წინ და­კარ­გულ გო­გო­ნას აი­თაჯ მა­მე­დო­ვას ეკუთ­ვნის, ხოლო მა­მა­კა­ცის ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა.ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მაშ­ვე­ლებ­მა მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი იპო­ვეს.

"სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, გუ­შინ, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს, მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ორი მგზავ­რის ცხე­და­რი იპო­ვეს. ცხედ­რე­ბი წყლი­დან უკვე ამო­ას­ვე­ნეს და მათ უტარ­დე­ბათ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა. მდი­ნა­რე მტკვრის ფსკე­რი­დან ამო­ტა­ნი­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლიც. ერთი პი­როვ­ნე­ბის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია კი, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი, წყლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი.შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე,მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ და­ი­წყო ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და წყლი­დან ერთი ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად ამოყ­ვა­ნა.

ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ის დროს, ასე­ვე, ნა­პოვ­ნია მა­მა­კა­ცის და ქა­ლის ცხედ­რე­ბი,რომ­ლე­ბიც გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


აგრეთვე იხილეთ: